ორბანს უნგრეთის ერთ-ერთ ქალაქში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ქალაქ გიორში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ, რის საპასუხოდაც ორბანმა პროტესტის მონაწილეები უნგრეთის გვერდში დგომის ნაცვლად “უკრაინის ურმის თრევაში” დაადანაშაულა.

“თქვენ უკრაინის ურემს ათრევთ იმის ნაცვლად, რომ უნგრელების გვერდით იდგეთ. გსურთ პროუკრაინული მთავრობა და გინდათ, რომ უნგრეთის ფული უკრაინაში წავიდეს” – მიმართა ორბანმა ადგილზე შეკრებილ მოწინააღმდეგეებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნული ინცინდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ “სინამდვილეში, ვიქტორ ორბანს სურს გააგრძელოს რუსული ნავთობის შეძენა და ამით უნგრეთის ფული მოსკოვში გაგზავნოს”.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას