ორბანმა პრო-რუს ჟურნალისტს უთხრა, რომ ზელენსკიმ უარი თქვა მის შეთავაზებაზე – მედია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ მ უკუაგდო მისი შეთავაზება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გაყინვას ითვალისწინებს.
ორბიანი ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რამდენადაც მისი რწმენით ეს დააჩქარებდა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს.
უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის უკრაინისგან ამ ინიციატივის მხარდაჭერას დაჟინებით არ ითხოვს და ესმის ს არგუმენტაციაც.
როგორც „უკრაინკასია პრავდა“ წერს, მოგვიანებით პრო-კრემლისტური გამოცემის ჟურნალისტმა, რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, ორბანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უნგრეთის პრემიერი ადასტურებს, რომ ზელენსკიმ მის შეთავაზებაზე უარი თქვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარი არ დაუჭირა მას, რამდენადაც უკრაინას წარსულშიც ჰქონია რუსეთთან წარუმატებელი მოლაპარაკების მცდელობები.

ასევე დაგაინტერესებთ