უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ბლოკის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანებაზე.
ბრიუსელში 14 დეკმებერს მიმდინარე მწვავე სამიტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: “ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს მომავალ წელს #EUCO-ში სათანადო მომზადების შემდეგ”.
ევროკავშირის სხვა 26 ლიდერი დათანხმდა დებატებზე დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში, რათა შეეცადონ კიევისთვის საჭირო მხარდაჭერაზე შეთანხმების მიღწევას.
ორბანი ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, მან მან დაგმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, როგორც “სრულიად უაზრო, ირაციონალური და არასწორი”. ფინანსური დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, ორბანი ამტკიცებდა, რომ უკრაინას არ უნდა მიეღო ასეთი დიდი თანხები ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რადგან ის არ არის ბლოკის ნაწილი.