ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი.
განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო” და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სთან მოლაპარაკების დაწყებასაც. 14 დეკემბერს, ეროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.

ასევე დაგაინტერესებთ