ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“.
Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპანია დაფუძნებული აქვს უკრაინის ომზე — შიდა და საერთაშორისო ოპონენტებს წარმოაჩენს ომის გამჩაღებლებად, რომლებიც უნგრეთის კონფლიქტში ჩართვას ცდილობენ.
ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ დროა, მისმა პარტიამ „დაიკავოს ბრიუსელი“ და შეცვალოს ბლოკის მიდგომა უკრაინისადმი.
„ევროპის ისე უნდა მოვიგოთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა შიშით გაგვიღონ ქალაქის კარები და ნაჩქარევად დატოვონ თავიანთი ოფისები“, — თქვა მან.
ორბანმა დაგმო ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორები, რომლებიც ს ეხმარებიან, როგორც „ომის მომხრეები“. ორბანი მიიჩნევს, რომ ს გამარჯვებით ნოემბერში ისინი შექმნიან „ტრანსატლანტიკური სამშვიდობო კოალიციას“, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში.
უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.
Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა იგი 2021 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ