ორბანი EU-ს გაფართოების წინააღმდეგ | The Guardian-ის ცნობით, უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები კიდევ 8 ქვეყანას აქვს – ბოლო ცნობები ბრიუსელიდან

ორბანი EU-ს გაფართოების წინააღმდეგ | The Guardian-ის ცნობით, უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები კიდევ 8 ქვეყანას აქვს – ბოლო ცნობები ბრიუსელიდან
ევროკავშირის გაფართოების გზაზე უნგრეთის პრემიერმინისტრი არ არის ერთადერთი პრობლემა ევროპელი ლიდერებისთვის. მუქარისა და შანტაჟის ენით არა, თუმცა ცალკეული სახელმწიფოები გაფართოების ამ მოცემულობას აკრიტიკებენ. საუბარია ავსტრიის პოზიციაზე.
ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ სთან არსებული პირობებით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია. თუმცა ევროკავშირის ლიდერებში მთავარ პრობლემად მაინც რჩება, ვინაიდან გაერთიანებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თუ უნგრეთის პოპულისტ ლიდერს დაითანხმებენ, სხვა ქვეყნები დამატებით დაბრკოლებებს აღარ შექმნიან.
აქვე, გამოცემა The Guardian წერს, რომ უნგრეთი არ არის ერთადერთი, ვისაც უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები აქვს. გამოცემის ცნობით, ამ სიაში არიან ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, სლოვენია და .
გამოცემამ გამოაქვეყნა ამ 9 ქვეყნის საერთო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაბალანსებული მიდგომა და ერთი და იგივე სტანდარტები და კრიტერიუმები იყოს გამოყენებული ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის“. განცხადება 12 დეკემბრით თარიღდება.

ასევე დაგაინტერესებთ