ორბანი ჩინეთში სი ძინფინგს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
“ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. ამიტომაც ჩამოვედი პეკინში პრეზიდენტ სისთან შესახვედრად, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან ორ თვეში”. – დაწერა ორბანმა X-ზე.
ჩინური მედიის ცნობით, ორბანმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შეხვედრა გამართა.
“დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობლის კონფლიქტთან დაკავშირებით. […] უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობისკენ მოუწოდებს”. – თქვა ორბანმა უნგრული მედიის ინფორმაციით.
ჩინეთში ვიზიტამდე, ორბანი მოსკოვს ეწვია და პუტინს შეხვდა, რასაც დასავლური ქვეყნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის მიხვდა, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან სა და მოსკოვის პოზიციები. თუმცა აქვე ის ირწმუნებოდა, რომ პირველი ნაბიჯი დღეს, 5 ივლისს გადაიდგა და დაიწყო დიალოგი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოეხმაურა.
“ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატს არ მოიცავს. ევროპული საბჭოს პოზიცია ნათელია: რუსეთი აგრესორია, კი მსხვერპლი. უკრაინაზე დისკუსია უკრაინის ჩართულობის გარეშე დაუშვებელია”. – დაწერა მიშელმა X-ზე.
მანამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.