ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ – წერს ვიქტორ ორბანი.
ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა