ორბანი: ფიცოს მკვლელობის მცდელობით ყველა შეძრწუნებულია, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ს თქმით, მისი სლოვაკი კოლეგა, რობერტ ფიცო კვლავ სიცოცხლესა და სიკვდილს შორისაა.
“ყველას გული სწყდება ფიცოს მკვლელობის მცდელობის გამო, ყველა შეძრწუნებულია, შოკირებულია, ხალხი ამბობს, მათ შორის მეც, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?”. – თქვა ორბანმა.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ არ ძალადობა ევროპაში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ეს დიდი პრობლემაა.
“არ ვფიქრობ, რომ ვინმე გაკვირვებულია ევროპაში ძალადობის დონის ზრდით”. – დაამატა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, რობერტ ფიცოზე თავდასხმა უნგრეთისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა, რადგან “ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხი ევროპარლამენტისა და -ს არჩევნების შედეგების მიხედვით წყდება, ფიცო კი ამ ბრძოლაში საჭირო ფიგურაა”.
სლოვაკი ექიმების ცნობით, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ს პრემიერს ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.