ორბანი: უნგრეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში ნატოში შვედეთის გაწევრიანების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მან პარლამენტს შესაბამისი მოწოდებით უკვე მიმართა. ამის შესახებ CNN იუწყება.

„იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას მე დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ ამ საკითხის რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – დაწერა ორბანმა X-ში.

მას შემდეგ, რაც თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია, უნგრეთი დარჩა. მანამდე ორბანი აცხადებდა, რომ უნგრეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მას თურქეთი მისცემს ხმას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება