ორბანი უნგრეთზე გავლენის შენარჩუნების მიზნით საპრეზიდენტო სისტემას განიხილავს – Bloomberg

ორბანი უნგრეთზე გავლენის შენარჩუნების მიზნით საპრეზიდენტო სისტემას განიხილავს – Bloomberg
უნგრეთის პრემიერმინისტრი, განიხილავს გზებს, თუ როგორ შეინარჩუნოს ქვეყანაზე საკუთარი გავლენა აპრილში დაგეგმილი ს შედეგების მიუხედავად. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემა საკითხის მცოდნე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი წინასაარჩევნო გამოკითხვა ოპოზიციის ორნიშნა უპირატესობას აჩვენებს და ამის გამო, ორბანი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისა და პრეზიდენტის გავლენების გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების იდეას განიხილავს.
როგორც Bloomberg წერს, რომ ორბანმა საპრეზიდენტო სისტემის საკითხი გასულ თვეში, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ წამოჭრა და აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა “ყოველთვის განიხილება”.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირაში უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა ორბანის პარტიის კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებისთვის ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ართულებს.
უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა პოტენციურ საკონსტუტიციო ცვლილებთან დაკავშირებით Bloomberg-ის ინფორმაცია უარყო.
tabula.ge