ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ თავის პოზიციას უნგრეთის პარლამენტს 13 დეკემბერს განუმარტავს

ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ თავის პოზიციას უნგრეთის პარლამენტს 13 დეკემბერს განუმარტავს
უნგრეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 13 დეკემბერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს.
“ხვალ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრებს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას განმარტავს,” – განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავასიმ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. მასში ნათქვამია, რომ მ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არ დააკმაყოფილა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს.