ორბანი: უკრაინა ევროკავშირის წევრობისგან სინათლის წელიწადით არის დაშორებული

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 18 ნოემბერს გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისგან სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
გუშინ პარტია “ფიდესის” კონგრესმა 2003 წლიდან მოყოლებული მეთერთმეტედ აირჩია პარტიის პრეზიდენტად. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა დეკემბერში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს წინააღმდეგობას გაუწევს.
“ჩვენი დავალებაა, შევასწოროთ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების მცდარი დაპირება, რადგან ამ ეტაპზე უკრაინა სინათლის წელიწადით არის დაშორებული ევროკავშირის წევრობისგან”, – თქვა ორბანმა.
ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატ ქვეყანას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა ასვე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი.