ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფლორიდაში შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკელების ახლანდელ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა. ივლისის დასაწყისში ორბანი „სამშვიდობო მისიით“ კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი ჩინეთში ჩავიდა.
შეხვედრა ტრამპის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში შედგა. ეს ცნობა ორბანმა 12 ივლისს გაავრცელა სოციალური ქსელით X.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, განიხილეს მშვიდობის მიღწევის გზები და შესაძლებობები.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში ორბანს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მშვიდობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისადგუროს. ტრამპის თანახმად, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ