უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სასიამოვნო იყო დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში ისეთი ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი ასეთი ლიდერია! დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ში. როგორც ცნობილია, ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.