დეპუტატი, რომან გოცირიძე, ვიქტორ ორბანის განცხადებებს ეხმაურება და წერს:
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გააჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა – არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს. ორბანი პირდაპირ რუსეთის სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს – ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, პოლიტოკოსების თქმით, ეს კი ავტომატურად საქართველოზეც აისახება. “ქართული ოცნება” კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” ახლო მეგობარი და მეკავშირეა.