უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ძალიან მცირე შანსია, რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო. ამის შესახებ ორბანი საზოგადოებრივ რადიოს ესაუბრა.
“რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინის ერთბაშად დამარცხებისთვის, მათ ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ”. – თქვა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობები უკრაინის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ალიანსს თავს დაესხას.
“არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა”. – თქვა ორბანმა.
ორბანის შეფასებით, რუსულ საფრთხეზე საუბარი საუბარი, უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთის კიდევ უფრო ღრმად ჩართვის პრელუდიაა.