ორბანი კიევში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა კიევში, სადაც დღეს, 2 ივლისს, მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ამასთან, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა” წერს, კიევში ვიზიტით არ ჩასულა ომის დაწყებამდე 10 წლის განმავლობაშიც, ბოლოს უკრაინას 2012 წელს სტუმრობდა და მაშინდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ კიევში დღევანდელი მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მშვიდობის დამყარების შანსი. ორბანი და ზელენსკი განიხილავენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსაც.
უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 1 ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.
უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც.
2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს