ორბანი ელისეის სასახლეში მაკრონთან შესახვედრად მივიდა

პარიზში, ელისეის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შესახვედრად უნგრეთის პრემიერმინისტრი მივიდა. ამის ამსახველი კადრები ფრანგულ მედიაში ვრცელდება. მათი შეხვედრა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სამუშაო ვახშამზე, ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის საკითხზე, მაკრონი ორბანის გადარწმუნებას შეეცდება.
იხილეთ ასევე:
· უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა