ორბანი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის – ტრამპი

უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის აზრით, ორბანის წყალობით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და განსაკუთრებულად დიდს – მისი ადმინისტრაციის პირობებში.
„მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე. ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წლის არჩევნებში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს – ის არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს!“- წერს ტრამპი.
მისივე შეფასებით, ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად
„ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად“,- აცხადებს ტრამპი.