უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, თუმცა, “ეს შანსი ხელიდან გაუშვეს”.
“ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირის და NATO-ს მომავალი წევრის პერსპექტივა”, – თქვა უნგრეთის პრემიერმა.
ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს “ბუფერულ ზონად” რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით