ორბანის თქმით, სერბეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიუნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს ტელეფონით ვესაუბრე. სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ კრიტიკული გაზის ინფრასტრუქტურაში დესტრუქციული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მისი აქტივაციისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინა. გამოძიება მიმდინარეობს. დღეს შუადღეს თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოვიწვიე”. – წერს ორბანი.
ცნობისთვის, 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო გაიმართება.