ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ში არსებული უნგრული თემების ორგანიზაციას საპასუხო წერილი გაუგზავნა.
ს თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის, რადგან ევროკომისიამ ვერ შეძლო მისი სათანადოდ მომზადება დეკემბრის ევროსაბჭოს შეხვედრისთვის. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უკრაინაში უნგრული თემის უფლებები.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უნგრული თემის ლიდერებმა წერილით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ – შარლ მიშელს თხოვნით მიმართეს, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრებს და უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას განუმარტავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი