ორბანის თანახმად, სი ძინპინი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტთან ვიზიტის ანგარიშის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს „სამშვიდობო ტურმეს“ მესამე რაუნდის, – პეკინში პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის – შესახებ აბარებს ანგარიშს და ამჯერად ჩინეთის პოზიციებს უზიარებს ევროპელ ლიდერებს.
რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა დოკუმენტი – 2024 წლის 8 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს მისწერა (მსგავსმა წერილმა გაჟონა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდანაც).
დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა სიმ ვიქტორ ორბანს უთხრა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება.
ორბანი შარლ მიშელსა და ევროპელ ლიდერებს სწერს, რომ „სიღრმისეული საუბარი“ ჰქონდა პრეზიდენტ სისთან რუსეთ-უკრაინის ომზე, საუბრისას კი გამოჩნდა, რომ „ჩინეთის მშვიდობის პოლიტიკა, – რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე: „არა გაფართოებას, არა ესკალაციას და არა პროვოკაციას“, – კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ძალაში.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ჩინეთი აპირებს, შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, რომელსაც აღიქვამს, როგორც „კეთილგანწყობილი შუამავლის“ პოზიციას; მისი ინფორმაციითვე, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინთან მისი ბოლო დისკუსიების დროს, პეკინსა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, ყოველთვის საუბრობდნენ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივებზე.
შეერთებული შტატები „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს ჩინეთის მიერ ს სამხედრო ინდუსტრიის დახმარების გამო. ჩინეთს უკრაინაც ადანაშაულებს უკრაინის მხარდამჭერი სამშვიდობო სამიტის ჩაშლის მცდელობაში.
„პრეზიდენტი სი მიიჩნევს, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე გაიმართება. მათი [ჩინელების] გაგებით, ამის წინაპირობა მოლაპარაკებებში კონფლიქტის ორივე მხარის მონაწილეობაა“, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ის და სი ძინპინი ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ უახლოეს მომავალში ფრონტის ხაზზე ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება და კიდევ უფრო ტრაგიკულ მსხვერპლს მოიტანს, ჩინური მხარე კი „ვერ ხედავს ვერცერთი მხარისაგან მსგავსი ესკალაციის თავიდან არიდების სურვილს“.
„საგარეო პოლიტიკური ჩარევის გარეშე, ამის პრევენცია შეუძლებელია, – ჩარევა კი, თავის მხრივ, საჭიროა მხარეთა შორის საკომუნიკაციო ხაზის შესაქმნელად“, – განმარტავს ჩინეთის პოზიციას ორბანი.
მისი თქმით, პეკინში მიაჩნიათ, რომ „საბოლოოდ, კონფლიქტის გადაჭრის გზას ომის მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ. მაგრამ, -ის, ევროპისა და ჩინეთის პოლიტიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს გავლენა ექნება კონფლიქტის გადაჭრის დროსა და შინაარსზე“.
„პრეზიდენტი სის ხედვით, ჩინეთის პოლიტიკა არის მშვიდობის პოლიტიკა, აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკა კი ომის პოლიტიკა, ევროპა კი ავტომატურად მიჰყვება აშშ-ის პოლიტიკას“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც ბრიუსელმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო, შარლ მიშელს ისიც განუმარტა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით არ უწარმოებია და არც რაიმე კონკრეტული ინიციატივა წამოუყენებია.
უკრაინის პრეზიდენტმა მ, თავის მხრივ, 8 ივლისს განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორი ვერ იქნება.
პოლონეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთზე ძლიერი შეიარაღებული ძალების მქონე სახელმწიფოები თუ შეძლებენ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებას.
„ბევრია ასეთი ქვეყანა მსოფლიოში? არც ისე. ვფიქრობ, აშშ და ჩინეთი არიან ასეთი ქვეყნები. ასევე, ევროკავშირი, არა ერთი ქვეყანა, არამედ მთელი ევროკავშირი. ეს მართლაც შეიძლება იყოს საშუამავლო მისია“.
მან ასევე განაცხადა, რომ ღიაა სხვადასხვა ქვეყნის მიერ სამშვიდობო შეთანხმებებისადმი, მაგრამ ეს შეთანხმებები უნდა მიჰყვებოდეს უკრაინის 10-პუნქტიანი მშვიდობის ფორმულას.

ასევე დაგაინტერესებთ