ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

61 წლის პოლიციელი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა ავტოავარიაში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აცილებდნენ აეროპორტში.
„როიტერსის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შოტლანდია-უნგრეთის მატჩის შემდეგ აეროპორტში მიემართებოდა და მას შტუტგარტის საგზაო პოლიციის მოტოციკლების რაზმი აცილებდა. პოლიციის ოფიცერს დაეჯარა BMW-ის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა არ იცოდა, რომ გზაჯვარედინი დაკეტილი იყო.
გამოძიებას ლუდვიგსბურგის პოლიცია აწარმოებს, რომელმაც მოწმეებს პოლიციაში მისვლისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში