ორბანის და „ოცნების“ ქმედებები უკიდურესად შემაშფოთებელია – კონგრესმენი კიტინგი

ამერიკელი კონგრესმენის, ბიკ კიტინგის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების ქმედებები უკიდურესად შემაშფოთებელია.
კონგრესმენმა უნგრეთისა და საქართველოს მთავრობები ერთ კონტექსტში განიხილა 26 ივნისს კონგრესში 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვისას, რომელზეც -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენს მოუსმინეს.
„სანამ საკუთარი დემოკრატიის დასაცავად იბრძვის, ევროპის მასშტაბით ლიდერები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობას და ღირებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ალიანსს.
სულ ახლახან საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ძალით გაიტანა კრემლისგან ინსპირირებული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ და ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ქვეყანასთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ს ომს უკრაინაში და მაშინაც, კი როცა კრემი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპაციას.
ამავდროულად უნგრეთში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩაახშო განსხვავებული აზრი და გააძლიერა ლგბტ ადამიანებისა და სხვა უმცირესობების დევნა. ეს ყველაფერი ბუდაპეშტში რუსული გავლენისა და ჩინური ინვესტიციების გაძლიერების პარალელურად.
ორბანის ქმედებები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ უკიდურესად შემაშფოთებელია და ძირს უთხრის ქართველი და უნგრელი ხალხის გრძელვადიან ინტერესებს“, – განაცხადა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჰკითხა, როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს ევროატლანტიკურ პოზიციებზე და რისი გაკეთებაა შესაძლებელი.
„საქართველოს კონსტიტუციის „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ მიღებულ რედაქციაში წერია, რომ მათ სურთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყვნენ. ამ კვირაში ევროკავშირმა და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირისპირ, მივაწოდეთ მესიჯი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოელი აგენტის კანონი, პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს”, – განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა კონგრესმენის პასუხად.

ასევე დაგაინტერესებთ