ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება

ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტკოსი დავით ქართველიშვილი რადიო Kossuth-სთვის უნგრეთის პრეზიდენტის, ს მიერ მიცემული ინტერვიუდან ნაწილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება.
„ნატო ში სამხედრო მისიას განახორციელებს, რომელშიც უნგრეთი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ამ განცხადებით მან დაადასტურა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის ანალოგიური მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ომში ნატო-ს პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ფაქტობრივად მიღებულია.
„არის მინიმალური მიზანი, რომელიც მიღწეულია, ევროპული მატარებელი კი ომისკენ მიდის. თუკი ჩვენმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ხალხს ევროპარლამენტის არჩევნებში, მე შემიძლია ჩამოვწიო „სტოპ-სახელური”, მატარებელი გაჩერდება და უნგრელები შეძლებენ ამ მატარებლიდან ჩამოსვლას.“, – განაცხადა ორბანმა რადიო Kossuth-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, „თუ ვარსკვლავთა განლაგება ხელს შეგვიწყობს, ჩვენ ვეცდებით მემანქანის დარწმუნებას და ამაზე უფრო შორს მატარებელი ვერ წავა“. მანვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ჩვენ მივაღწიეთ მინიმალურ მიზანს. მე შევუთანხმე ნატოს გენერალურ მდივანს ჩვენი პოზიცია, რომ უნგრეთი ჩამოვა ამ მატარებლიდან, რომ უნგრეთი ამ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას არც იარაღით, არც ფულით და არც – სამხედროებით”.
თუმცა, ინტერვიუს ბოლოს ორბანმა ბრძანა: „სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო მემანქანის დარწმუნება. ის ამჟამად თავს ძლიერად გრძნობს და ახლა მხოლოდ -ის ყოფილი პრეზიდენტი თუ შეძლებს „მატარებლის გაჩერებას“, იმ შემთხვევაში, თუ კი ის თეთრ სახლში დაბრუნდება ნოემბრის ს შედეგების შემდეგ”. – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: -ის ელჩის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი კომპანიაზე დეზინფორმაციის გავრცელება

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს