ორბანის განცხადებამ, პოლონეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია

ს ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ს განცხადებას, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვს კონფლიქტის გასაღვივებლად, რაც, მისი თქმით, ომის გამოცხადებაა.
ს ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში“, – წერს სიბიგა და აზიარებს ს განცხადებას.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
მანამდე, უნგრეთისა და ს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებამ, სადაც ის რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას აკრიტიკებს, პოლონეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მ, გააზიარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება და აღნიშნა, რომ „ვიქტორმა ლენინის ორდენი დაიმსახურა“.
სიკორსკის განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო გამოეხმაურა.
„ჩვენ გვესმის, რომ თქვენ სასოწარკვეთილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ!”- წერს სიიარტო.
პასუხად, კი სიკორსკიმ დაწერა – „თუ რუსეთი კვლავ არ შემოიჭრება, ასეთი ომი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამჯერად თქვენ მათ მხარეს იქნებით“.
წყარო: 1 არხი