ორბანისთვის -ს მხარდაჭერა არჩევნების წინ დიდ თავის ტკივილად გადაიქცა – შათირიშვილი

სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ივანიშვილის პირადი ფანტაზიორის, ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც შათირიშვილი უნგრეთის მომავალ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ვიქტორ ორბანს “-ს მხარდაჭერა, არჩევნების წინ თავის ტკივილად გადაიქცა”, მისი სიტყვებით, “დიპ სტეიტმა” უნგრეთის პრემიერს დონალდ ტრამპი “დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი, მტერი შექმნა”.”ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიული ოჯახებს, იგივე “დიპ სტეიტსა” და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ და მისი პარტია წარმოადგენს.
ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ, როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს “დიპ სტეიტს” უნგრეთში ორბანის მორიგ ჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში.
საზოგადოების და მათ შორის, პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე “დიპ სტეიტის” მიერ მართული ბრიუსელი უხეშად, ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს, უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში, 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს “პრორუსობაში” ადანაშაულებს, რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო და ლავროვი საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერიც სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ “დიპ სტეიტის” ორი ხელი, ტრამპი და ბრიუსელი – ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს.
ერთი შეხედვით სწორედ ამ შეუსაბამოებების გასაანალიზებლად, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას დეტალურად ავუხსნა, თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე “დიპ სტეიტის” ძალაუფლების სამი საყრდენის, ფულის ანუ დოლარის, პროპაგანდის ანუ სრულად მორჩილი მედიისა და სამხედრო ძალის, იგივე “ნატოს ალიანსის” მნიშვნელობა მათი გეგმების შესრულების პროცესში. ოლიგარქების ძალაუფლება სწორედ ჩემ მიერ ხსენებულ სამ მთავარ ინსტრუმენტზე დგას, რომელთაგანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამივე იყოს ერთნაირად ქმედითი და ხელშეუხებელი მათი კონტროლის მიღმა მყოფი ძალებისგან.
სამტკიცი აქ ბევრია – მაგალითად როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა “ტიკტოკი”, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიმართლის, უცენზურო სიტყვის პლატფორმა, აშშ-მ ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს, სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი “ბლეკ როკის” შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა.
ასევე საზოგადოებას კარგად ახსოვს დოლართან დაკავშირებული ნამდვილი ისტერია, რომელიც ძალიან მარტივად შეიმჩნეოდა ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ფინანსური თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან, როცა საქმე ალტერნატიული ეკონომიკური ცენტრის, “ბრიქსის” შექმნასა და ასევე ალტერნატიული ვალუტის შექმნას მოჰყვა. ოლიგარქებმა უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯეს იმისათვის, რომ უშუალოდ “ბრიქსის” წევრ ქვეყნებს შეეტანათ დისონანსი ისედაც მძიმედ დაძრულ პროცესში და საბოლოოდ, ჩაშლა თუ არა, მაქსიმალური ვადით გადაედოთ “დიპ სტეიტის” ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბერკეტის, დოლარის ალტერნატივის შექმნა. ასეც მოხდა – ამ დროისთვის ოლიგარქებმა ეს საფრთხე ყველა შესაძლო მეთოდით გაანეიტრალეს.
რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე “ნატოს”, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მ ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია.
მაშ რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ “დიპ სტეიტის” ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკვრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს – სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება.
ერთი მხრივ, “დიპ სტეიტმა” ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად, დაუფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ, “დიპ სტეიტმა” ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს “ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა” უწოდა.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს.
საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა – “დიპ სტეიტის” საძულველი , რომელიც ასევე “დიპ სტეიტის” ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს.
რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდით, “სოციოლოგიური კვლევებით” ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყანად აღარ მიიჩნევს.
ვიქტორ ორბანისათვის არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან დაგებული ეს ხაფანგი, ასევე გეგმის მიხედვით იდეალურად გამოიყენა ორბანის მთავარმა კონკურენტმა, პეტერ მაგიარმა – რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანტიევროპული განწყობების მქონე ტრამპის ადმინისტრაციის გულშემატკივრობა, მათ შორის ჯეი დი ვენსის სტუმრობა ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და რომ ამ ყველაფერს უნგრელი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს.
რთულია, უნგრელ ოპოზიციონერს არ დაეთანხმო – სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოყვარული უნგრელი ხალხი თანაბრად ღიზიანდება როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე გაფორმებული ანტიევროპელი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ჩარევაზე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რამაც შესაძლოა ვიქტორ ორბანისთვის სავალალო შედეგი მოიტანოს.
რომ შევაჯამოთ – პატრიოტი და დამოუკიდებელი, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი “დიპ სტეიტმა” საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს ამავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ, ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ს მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა.
ასეთი მრავალშრიანი, გრძელ ვადაზე გათვლილი და მზაკვრული გეგმები ახასიათებთ ოლიგარქიულ ოჯახებს და სამწუხაროა, რომ ვიქტორ ორბანმა ეს ვერ გათვალა. ახლა მას კარტები აღარ უჭირავს ხელში – ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თუ ამ არჩევნებში საზოგადოება “დიპ სტეიტის” ხაფანგს არ წამოეგება – გამარჯვების შემდეგ თავად ორბანიც გადააფასებს ყველაფერს და შეცდომისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანს. მეორე მხრივ, თუ მას გადაირჩევენ – “დიპ სტეიტი” საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში, აღარავინ იკვეთება”. – წერს ივანიშვილის პირადი ფანტაზიორი.