ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის. იგი აძლევს საშუალებას ბიზნესის მენეჯერს ერთი სივრციდან აკონტროლოს მარაგები, გაყიდვები, შესყიდვები, მოგება და შემოსავლები.
ოპტიმოში მუშაობა არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ცოდნას, აქვს ორი სამუშაო მხარე. ერთი – მენეჯერებისთვის, მეორე კი – მოლარეებისთვის.
მენეჯერს მისი საშუალებით ეძლევა წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკაზე, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის. ფილიალები, გაყიდვები და შესყიდვები, მარაგები, მომწოდებლებთან ანგარიშსწორება, იურიდიულ პირზე გაყიდვები, წარმოება – ყველა ხსენებული საკითხი თავს იყრის მენეჯერის სივრცეში.
გარდა ამისა, პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციურად, ლეპტოპით ან მობილურით, რაც მენეჯერს უმარტივებს მაღაზიის კონტროლს ნებისმიერი ადგილიდან, ეს კი მიიღწევა ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამით.
რაც შეეხება მოლარის სივრცეს, მარტივად ასათვისებელი სალაროს პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ მომსახურებას, რითაც კმაყოფილი რჩება როგორც მომხმარებელი, ასევე „ობიექტი“, რადგან არ წარმოიქმნება რიგები. ეს ყველაფერ კი იმის დამსახურებაა, რომ ოპტიმოს მოლარის პროგრამა მოლარეს აძლევს საშუალებას პროდუქტი გაატაროს არა მხოლოდ შტრიხკოდით, არამედ დასახელებით, სურათით, პირველ გვერდზევე გამოიტანოს ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები, რითაც უფრო სწრაფად აწარმოებს გადახდებს.
გარდა ამისა, მოლარის პროგრამის მოქნილი ფუნქციონალი ეხმარება მოლარეს გადაამოწმოს მარაგები პროგრამულად, აკონტროლოს რიგები, დაიბრუნოს უკან პროდუქტი აუცილებლობის შემთხვევაში, თვალი ადევნოს გაყიდვების ისტორიას, დაადასტუროს მომწოდებლების შეკვეთები, აწარმოოს იურიდიულ პირებზე გაყიდვები.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მუშაობა არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს მოლარეებისთვის, ოპტიმოს პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაუწევს დახმარებას როგორც მოლარეს, ისე მენეჯერს და დაეხმარება ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში.
ოპტიმოს რესტორნის პროგრამა აქტიურად გამოიყენება ასევე კვების ობიექტებში – პიცერიაში, საცხობში, საკონდიტროში, აზიურში, საშაურმეში და სხვა ტიპის სწრაფი კვების ობიექტებში.
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, დააყენოთ თუ არა ოპტიმო თქვენს ობიექტზე, შეგიძლიათ 14 დღის მანძილზე სრულიად უფასოდ ისარგებლოთ, დატესტოთ და შემდეგ უკვე შეარჩიოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტარიფი.
რა არის საჭირო ოპტიმოს დასაყენებლად?
არაფერი გარდა იმისა, რომ უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge მოითხოვოთ დემო, შეავსოთ აპლიკაცია და დაელოდოთ კომპანიის წარმომადგენლის ზარს, რომელიც დაგეხმარებათ დააყენოთ ყველაზე მარტივი პროგრამა თქვენს ობიექტზე.




