ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალსა და უნარს, ვუპასუხოთ ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებს – ჯეიკ სალივანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაიწყო. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის – მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია “კო-ჰოლდინგის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
გუშინ საღამოს კი, ფორუმის ფარგლებში სპეციალური გამოსვლა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს. მან ძირითადად პოლიტიკური გზავნილები გააკეთა, ისაუბრა იმაზე, რომ ახლა მსოფლიოში ახალი ერა იწყება, ყველაფერი შეიცვალა ცივი ომის შემდეგ და ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა თავისი კურსი თვითონვე აირჩიოს. ამისთვის კი ჯეიკ სალივანის თქმით, საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა ერთმანეთთან. მან ასევე ვრცელი დრო დაუთმო ზე საუბარს და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში წაგებულია.
“წლებთან ერთან ჩვენ ვნახეთ პოზიტიური ცვლილებები, ქვეყნებმა იპოვეს ახალი გზები ტექნოლოგიური განვითარებისთვის, ერთმანეთთან კავშირების გაღრმავებისთვის. ვნახეთ ნეგატიური ცვლილებებიც, თუ როგორ ცდიან ჩვენს ძალებს საშიში მოთამაშეები. ერთიდან მეორე ეპოქაზე გარდამავალ პერიოდს ყოველთვის მოჰყვება ვალდებულება და შესაძლებლობა, გავაკეთოთ უფრო ბრძნული არჩევანი. ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალსა და უნარს ვუპასუხოთ ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებს.
2 წლის წინ, როდესაც პუტინმა უკრაინის საზღვრებთან 3 მხრიდან ასობით ათასი ჯარისკაცი განათავსა, სწრაფ გამარჯვებას ელოდა. ს კონტროლს, ნატოს დასუსტებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. მაგრამ სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხი.
2 წელია 50 პარტნიორი ქვეყნების კოალიციის დახმარებით, -ის მეთაურობით უკრაინელი ხალხი შეუდრეკელი დარჩა 10-ჯერ მეტი ეკონომიკის, 3-ჯერ მეტი მოსახლეობისა და ერთ დროს მსოფლიოს მეორე სამხედრო ძალის მქონე მოწინააღმდეგის წინაშე. 2 წლის თავზე, პუტინის იმპერიალისტური მიზნები არათუ დამარცხდა, არამედ მან მოახერხა და უკრაინაში შეჭრით ქვეყნის სუვერენიტეტი უფრო მეტად გააძლიერა და ყველაფერთან ერთად ნატოს გაფართოვებას შეუწყო ხელი. ომი არ დასრულებულა, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას.
ბევრჯერ გვინახავს თუ რა ხდება, როდესაც აგრესორი მეზობლის ტერიტორიის ძალით მიტაცებისთვის ფასს არ იხდის – ის აგრძელებს მოქმედებას. ჩვენ აღებულ კურსზე დავრჩებით, მსოფლიო პოლიტიკაში არაფერია გარდაუვალი, ჩვენი არჩევანი ჩვენს ხელშია,” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჯეიკ სალივანი.

ასევე დაგაინტერესებთ