ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია

ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია
რეალურად, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, არამხოლოდ ეს ოთხი რადიკალური პარტია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცალ-ცალკე, არამედ, უშუალოდ ამ პარტიებში შემავალი წევრების დიდი ნაწილიც, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მაგალითად, რომ დააჯგუფეს ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად, მთელს ოპოზიციას ნაგინები ჰყავს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა მასზე რომ იყოს დქმოკიდებული, დაბალი რეიტინგის გამო, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. “გარე დავალება მიიღეს და მოუწიათ ასე დაჯგუფება, შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია და ოქტომბერში ამის ლუსტრირება არ უნდათ.
იქიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები გადადგეს თვითონ და რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ გაყალბდა, შემდეგ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები – ამ ყველაფრით გაუცრუეს თავიანთ ამომრჩეველს იმედები და ამასთან, ღიად აანონსებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყნის დესტაბილიზაცია და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა და ამის ფონზე იციან, რომ ნულოვანი შანსი აქვთ თუნდაც ძალიან პატარა წარმატების მიღწევის.” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს