ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი

ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი
ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიოთ, – ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი , საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც ოპონენტები საუბრობენ ემიგრანტებისთვის ონლაინ არჩევნებზე, შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად წამოვა ხმები“.
მეგრელიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი.
„ოპოზიციის ერთი, შედარებით “მაღალტექნოლოგიური” ნაწილი დროდადრო ამბობს მოდით ინტერნეტით ჩავატაროთ არჩევნებიო (თან მათი ბოსი ამბობს ელექტრონული არჩევნები გაყალბებას აადვილებსო, მაგრამ ეს აბსურდული წინააღმდეგობრიობა მათ პოზიციებში კიდევ სხვა ანალიზის თემაა) და მიანიშნებს, რომ ასეთი სისტემა (რომელზეც ჯერ ჯერობით ყველამ უარი თქვა მსოფლიოში ს გარდა)გარედან უნდა გაკონტროლდეს.
ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიეთ.
ფულიც დაიზოგება და დროც და აყვავებაც გარანტირებული იქნება, მინიმუმ სააკაშვილ-კეზერების
ქართულ სახელმწიფოში არ ჩატარდება ონლაინ არჩევნები. მრავალი განვითარებული ქვეყანა ერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ერიდებიან ონლაინ არჩევნებს, რადგან ის არ ამართლებს და რისკის შემცველია.
ასე რომ ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს