ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი განსხვავება ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან მკაფიო საგარეო ინტერვენცია ქართულ პოლიტიკაში.
“გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები, მაგალითად, ილონ მასკის გერმანიის არჩევნებში ჩარევის შესახებ?
მე გითხარით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.
მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის ქმედებების გამო, ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა გაყინა და იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს, ამომრჩეველი უნდა იყოს აქტიური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ეს იყო ძალიან პირდაპირი ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია, რადგან ისევ იყო უზარმაზარი კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ვითარებაში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა გამართლებული იყო“, – განაცხადა ირაკლი მ.
პრემიერის თქმით, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ყველაზე მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია.
“ეს აქცია უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, ეს იყო წინასაარჩევნო აქცია, ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი ერთობლივი კამპანიის. ის იყო უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული და ყველაზე სასაცილო,აბსურდული და უაზრო კი ის არის, რომ ოთხი პარტიის წარმომადგენლიდან არც ერთი არ გამოსულა სცენაზე, არც კი გამოჩენილან.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. საჯარო პირები აწარმოებდნენ კამპანიას ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად.
თქვენ ხედავთ, რამდენად ინტენსიურია ეს კოორდინაცია უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უბრალოდ მათ შორის განსხვავება არ არის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა