ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან.
ყოფილ მინისტრთან შეხვედრაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ბუტიკაშვილი და „გახარია – საქართველოდან“ იმყოფებიან.
სავარაუდოდ, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის განსახილველი საკითხები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე გაბიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს