ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერა.
პარტიების წარმომადგენლები „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოსაწერად ორბელიანების სასახლეში დღეს, პირველ ივლისს, დილიდან მიდიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა:
· „ლელო“
· „ახალი“
· „გირჩი – მეტი თავისუფლება“
· „დროა“
· „ევროპული საქართველო“
· „სტრატეგია აღმაშენებელი“
· „რესპუბლიკური პარტია“
· „მოქალაქეები“
· „სამართლიანობისთვის“
· „მოძრაობა ხალხისთვის“
· „მწვანეთა მოძრაობა“
· „თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზა“
· „ევროპელი დემოკრატები“
· „კანონი და სამართალი“
როგორც ცნობილია, „ქართულ ქარტიაზე“ ხელს მოაწერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და პარტია „გირჩი“.
· „ქართული ქარტია“ — რას სთავაზობს პრეზიდენტი პარტიებს

ასევე დაგაინტერესებთ