ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.
როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ შეხვედრამდე განაცხადა, საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი მიზანია “მოპარული ს არ დაშვება”.
ინფორმაციისთვის, დღეს 19:00 საათზე სამ პოლიტიკურ გაერთიანებას: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქვს აქცია.
როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.