ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“.
ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
„გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს იუკნევიჩიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან