ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“. ქარტიაზე ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მიდიან.
დოკუმენტს უკვე შეუერთდნენ პარტიები:
· „სამართლიანობისთვის“ ();
· „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე);
· „დროა“ (ელენე ხოშტარია);
· „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე);
· „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა);
· „კანონი და სამართალი“ ();
· „ლელო“ ();
· „ახალი“ ();
· „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი);
· „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია);
· „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი);
· „სტრატეგია აღმაშენებელი“ ();
· „ევროპული საქართველო“ ();
· „რესპუბლიკური პარტია“ ();
· „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა);
· „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე).
ცნობილია, რომ „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან “საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.
საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. მანამდე ორი დღით ადრე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა წარმოადგინა „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის „სხვანაირ ერთობას“ გულისხმობს.
ს განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. დოკუმენტი თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც საზოგადოებისთვის დღეს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს.
ფორუმი