ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, და , კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, და , კოალიციის სხვა წევრებთან ერთად დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები მიტოვებული ჰყავს.
„სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები. ის, რაც დღეს მოვისმინე ქართულ ენასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე იმ პროექტთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს ამასთან მიმართებით. თუ რამის შენარჩუნება ხდება, ხდება თქვენი წყალობით, თუ რამე ძარღვი არსებობს ქართული, ჩვენი ტრადიცია, ოჯახები და ა.შ თქვენი საშუალებით ხდება, თქვენი შვილების საშუალებით. თქვენ ხართ ის ქვაკუთხედი, რომელმაც ქვეყანა უნდა გააერთიანოს. ეს უნდა გადავარჩინოთ. დღეს ჩვენ გადარჩენის გვაქვს – ან აღმოვჩნდებით ბოლომდე რუსულ ჭაობში, ან აღმოვჩნდებით ძალიან მაგარ პერსპექტივაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ძლიერ საქართველოს” ლიდერებმა მოსახლეობას ის გეგმა წარუდგინეს, რომელიც მათი შეფასებით, დევნილთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.
„უკეთესი განათლებისა და დასაქმების ალტერნატივები დევნილთათვის. ყველა დევნილისთვის ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველყოფა. ანაკლიის პროექტის დასრულება, რომელიც შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს ამ რეგიონისთვის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც დევნილთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს”,- ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)