პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის გამოსვლისას, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პროტესტს მაგიდაზე ხელებისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.
„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ, მოისმინეთ!“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ამასთან, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც მიმართა.
„წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც,” – აღნიშნა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა.