ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით “რუსული ოცნების” დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
14 სექტემბერს, ელენე ხოშტარიამ კახი კალაძის ბანერზე დააწერა “რუსული ოცნება”. ოპოზიციონერი ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა. მას თავდაპირველად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რის გადახდაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა.
:
“ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე არაფრისთვის… წარწერისთვის პლაკატზე, რაც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ აზრის გამოხატვის ფორმაა! როგორ გეშინიათ!”— წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
:
“ვინც ელენეს წელიწადნახევარი მიუსაჯა, იმ პირებმა საკუთარ თავს მიუსაჯეს სამუდამო,”— წერს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი .
ირაკლი კუპრაძე:
“ფლომასტერით პარტიულ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, 4 შვილის დედას, 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართულმა ოცნებამ. კი, სასამართლომ კი არა, არამედ ქართულმა ოცნებამ.არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, თუნდაც მათ მხარდამჭერებში, ვინც ამას ეთანხმება?,” — წერს პარტია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.
სიმონ ჯანაშია:
“ეს დრო ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც მორალისგან დაცლილი, უგულო და უინტელექტო პოლიტიკის დრო. სამარცხვინოა, პოლიტიკოსს, ქალს, ელენე ხოშტარიას წელიწადნახევრით ციხეში რომ გამოკეტავ იმ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის, რომელიც ერთ თვეში (და ზოგიერთის აზრით მაშინვე) ისედაც გადასაგდები გახდება.ის რაც ელენემ გააკეთა იყო ნორმალური პოლიტიკური კულტურისთვის ჩვეულებრივი, დასაშვები სიმბოლური პოლიტიკური აქტი. ეს საქციელი ასევე იყო მორალური საქციელიც. ის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს გამოესარჩლა, რომელიც იგივე ბრალდებით და დიდი სპეცოპერაციის საფუძველზე თბილისიდან ბათუმში მიმავალი დააკავეს.სიმბოლური პოლიტიკური აქტისთვის პოლიტიკოსის დაკავება ნიშნავს უპირველესად პოლიტიკის აკრძალვის სურვილს, პოლიტიკის წარმოების ფორმების განსაზღვრის უფლების მიტაცების მცდელობას, საკუთარი მოწინააღმდეგეების ნებისმიერ ფასად განადგურების სურვილს. მორალურად გამართლებული საქციელისთვის ადამიანების დასჯა კი უპირველესად საზოგადოების ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლით უნდა ავხსნათ.არ შევეგუებით! თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!”, — წერს თავისუფლების მოედნის წევრი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
გიგა ლემონჯავა:
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში არავითარი ფლომასტერი, როგორც რეალური საფუძველი ელენეს მიმართ პოლიტიკური დევნისა არ არსებობს. ელენეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს იმის გამო, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაუწია, გააკეთა ყველაფერი რუსული ბოროტი რეჟიმის დემონტაჟისთვის და რა თქმა უნდა, ამის კეთებას გააგრძელებს.თუმცა, ასევე ეს არის ერთგვარი სიგნალი, მუქარა ყველასთვის ვინც გარეთ ვართ, ამაზე ჩვენი პასუხი არის შემდეგი, რასაც ელენეც იტყოდა, ჩვენ ადგილას რომ იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი იყოს ციხეში: ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება წარმოგვიდგენია, მისი ჩამოშლის გზით და ეს მომენტი აუცილებლად დადგება.თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ივანიშვილი ვერ გააჩერებს ვერავითარი ციხით, ვერავითარი ციხის შიშით, ვერავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორებით,” — განაცხადა პარტია დროას ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ.
:
“ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის ადამიანი, ვინც ვფიქრობთ, რომ ასეთ უსამართლობაში ცხოვრება არ შეიძლება ქვეყანაში. უნდა დავდგეთ ერთად და ჩვენ ოპოზიციური ალიანსი სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ, ამისთვის არსებობს სხვადასხვა გაერთიანებები, საზოგადოებრივი ჯგუფები. შევიკრათ ერთ მუშტად და მათ, იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომელიც არის ამ ბოროტების მთავარი შემქმნელი და უსამართლობის წყარო, გავცეთ პასუხი ერთიანი ძალისხმევით,” —განაცხადა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შალვა ნათელაშვილი:
“ლეონარდოს მონა ლიზა, რომ დააზიანეს ლუვრში დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახი კალაძის ბანერზე წარწერისათვის კი, ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს.გამოვდივარ წინადადებით — დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში მონა ლიზას თავზე,” — წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
კახა კუკავა:
“მიუხედავად ელენე ხოშტარიას, მის პიროვნების და პოლიტიკური საქმიანობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს.ამ მოსამართლემაც და მისი კლანის ყველა წევრმა თავის დროზე პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით,” — წერს პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა.
:
“რეჟიმი იმიტომ კი არ არის რუსული, ელენემ რომ დაწერა, არამედ ამ “კრიმინალზე” თქვენი რეაქციის გამო ხართ რუსულები. საკუთარი ხელით საკუთარ სახეზე დაიჯღაბნეთ თქვენი რუსულობა”, — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
საბა ბუაძე:
“საინტერესოა რა ტრიალებს შენს თავში, როდესაც დედაქალაქის მერი ხარ და შენს ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ქალს და ოთხი შვილის დედას 1 წელი და 6 თვე პატიმრობას უსჯიან.ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას!”, — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
თეონა ჭალიძე:
“ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია ელენე ხოშტარია. ოთხი შვილის დედა. პირველი ქალი პოლიტიკოსი პოლიტპატიმარი. რას ეტყვის ქმარს, ასევე ოთხი შვილის დედა ეკატერინე ხვედელიძე ქალთა ციხეში ტყვეობაში დატოვებულ შეუპოვარ ქალზე?!” — წერს ოპოზიცონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
კომენტარები
გადახედვა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
10 წუთის წინ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს წყალზე
32 წუთის წინ
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს წყალზე
გადახედვა
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
48 წუთის წინ
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი?
50 წუთის წინ
ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი?
გადახედვა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
ერთი საათის წინ
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო
2 საათის წინ
კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო
გადახედვა
რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა
2 საათის წინ
რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა
გადახედვა
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
2 საათის წინ
კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
2 საათის წინ
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
გადახედვა
ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს
3 საათის წინ
ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
3 საათის წინ
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
3 საათის წინ
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
გადახედვა
დეკანოზი შალვა კეკელია: ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა და წმენდდა
3 საათის წინ
დეკანოზი შალვა კეკელია: ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა და წმენდდა
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
3 საათის წინ
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
3 საათის წინ
კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
4 საათის წინ
“სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ” — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
4 საათის წინ
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
გადახედვა
ევროპარლამენტარები “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ
4 საათის წინ
ევროპარლამენტარები “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ
გადახედვა
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
17 საათის წინ
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
გადახედვა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
17 საათის წინ
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
გადახედვა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
17 საათის წინ
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
კვირის ტოპ-5
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”3587 ნახვა
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი?1018 ნახვა
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი” ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად826 ნახვა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა638 ნახვა
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”512 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
პოლიტიკა
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე -ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე -ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
გადახედვა
პოლიტიკა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
“თავისუფლების მოედანი” კამპანია “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში იმერეთს ეწვევა
გადახედვა
ტელევიზია
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
გადახედვა
მსოფლიო
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
გადახედვა
საზოგადოება
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
16 ივლისს რიკი მარტინი რუსთავში კონცერტს გამართავს — ბილეთი 1 500 ლარამდე ღირს
გადახედვა
მუსიკა
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
ჯანმრთელობა
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
გადახედვა
პოლიტიკა
: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
: პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა
ახლა კითხულობენ
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
23 მარტი, 11:34
7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში სამწლიანი ვადით, 10%-იანი თანამონაწილეობა და სპეციალური სააქციო ფასი — ეს…
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
მრევლს სიონში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება
ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი