ოპოზიციონერი მადიარი უნგრელებს ეუბნება, რომ ქვეყანაში ცვლილების შეჩერება შეუძლებელია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მემარჯვენე მთავრობის მეტოქემ, პეტერ მადიარმა ქალაქ დებრეცენში მომხრეებს უთხრა, რომ ქვეყანაში იწყება ცვლილებები, რომელთა აღკვეთასაც ამჟამინდელი ლიდერები ვერ შეძლებენ.
“ცვლილებები შეიძლება რამდენიმე დღით გააჩერო, რამდენიმე კვირით, მაგრამ ის ისტორიაში არავის გაუჩერებია და ამას ვერც ისინი შეძლებენ” – განაცხადა მადიარმა 3 მაისს.
43 წლის მადიარმა – რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ – აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება ორბანის ადმინისტრაციით და ფრაგმენტიზებული ოპოზიციით იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლიბერალების გაერთიანება.
მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი და პროდიუსერი ერვინ ნადიც –
“განწყობა რევოლუციურია, 1956 წლის მსგავსად”, განაცხადა მან, საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ლიდერების წინააღმდეგ უნგრელთა ისტორიულ აჯანყებაზე მინიშნებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო