ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!

ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ოპოზიციის სამსახურია დაესწრონ სხდომებს.
„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის, არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის. ჩვენთან ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკვე 9 არჩევნებია, ქართველი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა, არა იმიტომ რომ ეს საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მუდმივად არის „ნაციონალური მოძრაობა“