“ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის” – როგორ აფასებენ მმართველ გუნდში პარლამენტში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას

ხმაურიანი სხდომა პარლამენტში და პოლიტიკური შეფასებები – ინციდენტიდან მეორე დღეს, ყველა თანხმდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი შემთხვევები მიუღებელია, თუმცა, მმართველი გუნდი ამბობს იმასაც, რომ მიუღებელია ის პროვოკაციული ქმედებებიც, რაც საბოლოოდ ასეთ ინციდენტებს განაპირობებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს დეტალურად გაიხსენა, თუ რა მოხდა გუშინ მინისტრის საათზე, სადაც ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თინა ბოკუჩავა, ანი წითლიძე და “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი დაუპირისპირდნენ.
“იქ ერთ-ერთი დეპუტატი იქცეოდა წესების დარღვევით, და არამხოლოდ წესების დარღვევით, არამედ, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა სხვა დეპუტატებს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს ემოციური პასუხი და მოჰყვა ამას შელაპარაკება. ეს შელაპარაკება არის რაც მხოლოდ დასაწყისად აღიქმება. იქ არ ყოფილა, ასე ვთქვათ, კორექტული განცხადების პასუხად, ლევან მგალობლიშვილმა ვინმეს რამე პასუხი დაუბრუნა.
როდესაც ახლოს მივედი, სადაც ინციდენტის ეპიცენტრი იყო, პირველად, სხვათა შორის, ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა ერთი ნივთი ისროლა ლევან მგალობლიშვილის მიმართულებით. ამის რეაქცია იყო, რომ [ლევან მგალობლიშვილმა] მოუღერა მიკროფონი. არავის არ სიამოვნებს ასეთი რეაგირება და ქცევა, მაგრამ არ შეიძლება მხედველობაში არავინ ღებულობდეს, რომ პირველად ერთმა დეპუტატმა მეორეს ესროლა რაღაც ნივთი და ამის პასუხად, რაღაცის მოღერება მიიჩნეოდეს ერთადერთ გადაცდომად,” – ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, .
ამასთან, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ შეურაცხყოფის აღნიშნული ფორმები მიუღებელია. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს უკიდურეს პროვოკაციაზე წავიდეს.
“ეს არის ძალიან არასწორი და ცუდი პრაქტიკა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა – ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის იმისთვის, რომ სურათი იყოს იმგვარი, მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი სათანადოდ გაყიდონ საერთაშორისო სივრცესა და მედიაში, ვიდრე ადგილზე, იმიტომ რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რა პროვოკაციებზე წასვლის შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ეს პოლიტიკური ველი უფრო მეტად დასტაბილურდეს იმ კუთხით, რომ ეს საშინელი პოლიტიკური კულტურა, რომელიც აუტანელი, შეურაცხმყოფელი, ყველანაირად მიუღებელი ეპითეტების ძახილით იწყება ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება განსაზღვრო როგორი იქნება უკურეაქცია. თუმცა ამავდროულად, მინდა მოვუწოდო ყველას, შეურაცხყოფის ამ ფორმებში გადასვლა არავისთვის არ არის მომგებიანი,” – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ს ჯანმრთელობის საკითხმა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებამ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას “ნაბიჭვარი” უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა. ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და ამით დაარღვია რეგლამენტი. დეპუტატი ითხოვს მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდეს და სანქცია დაეკისროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ