ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის

ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და გამოაცხადებენ თუ არა ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული.
„რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლდო კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა