ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს

ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა!- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.
ექსპერტის შეფასებით, კაუმას ვიზიტი და ს ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ოპოზიცია ხარობს და ვიზიტის გადადებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის უკან ეუთოს და მის სადამკვირვებლო მისიას ყავლგასულად აფასებდნენ. ნაადრევია ოპოზიციის ზეიმი, საქართველოში პია კაუმას ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება!
ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა! პია კაუმამ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“ აქ აშკარად იგულისხმება ჩატარებული ს შემდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა, ხოლო არჩევნების არ ცნობის და ახალი არჩევნების მოთხოვნის აღიარების შემთხვევაში ასეთი ფრაზის თქმა უბრალოდ უაზრო გამოდის.
ყველაზე მთავარი, კაუმას ვიზიტი და არჩევნების ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!”- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები