“ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გამარჯვებისთვის კი არა, საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
არაფერს დავწერდი, რომ არა ის უგვანობა რასაც ვხედავ და კიდევ უარესი – რაც ვიცი. მოკლედ, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გამარჯვებისთვის კი არა, საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის. ასეთი კოგნიტური დისონანსი ქართულ პოლიტიკას არასოდეს ჰქონია ერთი შეხედვით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას ერთიანობის უდიდესი შანსი შეუქმნა. ღიად საუბრობენ კოლექტიური ნაცმოძრაობის – ანუ ამ წუთისთვის პოტენციურად ბარიერის გადამლახავი სუბიექტების განადგურებაზე. ეს გზავნილი ობიექტური გააზრებით ერთიანობის წინაპირობაა. და თუ ერთიანობა არ შედგა, ან შედგა ნაცმოძრაობის გარეშე, (“კოლექტიური ნაცმოძრაობის” კონტექსტში ხომ არაფერი იცვლება) ისინიც ნადგურდებიან. არ ნადგურდებიან თუ მავანთ ინდივიდუალური ინდულგენცია აქვთ, ისევ და ისევ “ქართული ოცნებისგან”. უფრო გასაგებად, ან შეკრულები არიან ოცნებასთან, ან მორიგჯერ დემონსტრირებენ სასარგებლო იდიოტობას საქართველოს საზიანოდ. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო, ეს “კლასიკაც” კი არ ახსოვთ ოპიზიციაში – “ძალა ერთობაშიას” თავს თუ დავანებებთ. ახლა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ნაცმოძრაობის მიღმა ეძებს ხსნას, ვერ ხვდება, რომ საკუთარ დასაკლავ დანას ლესავს. და ბოლოს, თბილისი პატარა ქალაქია პოლიტიკოსო ბიჭებო და გოგოებო, ძალიან პატარა. უფრო სწორად, ერთი კომუნალკაა და კედლებში ხმა გადის სუს-ის გარეშეც. არჩევნებამდე ჰა, ჰა ერთი-ორჯერაც ვეცდები რამე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი სახელმწიფოა და თქვენთვის – ქვეყანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”