ოპოზიციის ნაწილი ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში პარტიები პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს მოუწოდებენ, “გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება”.
ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.
ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.
მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.
წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.
მადლობა ნდობისთვის,” – წერის განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებენ პარტიები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “დროა”, “ახალი”, “გირჩი მეტი თავისუფლება”.




