ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული

ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული
რეალურად, „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია.
„მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც იყო წინა ოთხი „ნაცმაიდნის“ მცდელობა. აქედან გამომდინარე, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის